geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხელშეკრულების გაფორმების ვადები მაგისტრანტობის კანდიდატებთან!!

ძვირფასო სტუდენტებო, იურიდიული ფაკულტეტისა ადმინისტრაცია გილოცავთ მაგისტრატურის საფეხურზე წარმატებით ჩარიცხვას!

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სისხლის სამართლის და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18 სექტემბერს 09:30-17:00 , თსუ II კორპუსი, პირველი სართული, 129 აუდიტორია, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამა, კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 19 სექტემბერს , 09:30-17:00 , თსუ II კორპუსი, პირველი სართული, 129 აუდიტორია, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).

 

საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18 სექტემბერს , 09:00 – 17:00 , თსუ II კორპუსი, პირველი სართული, 112 ოთახი, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ბრძანების N: 192/01-01

 

  1. ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
  2. ბაკალავრის       ან       მასთან       გათანაბრებული       აკადემიური       ხარისხის დამადასტურებელი   დიპლომისა   და   დანართის   დამოწმებული   ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის   უნივერსიტეტის   შესაბამისი   ფაკულტეტის   მიერ, ხოლო   სხვა   შემთხვევაში   -   ნოტარიულად   დამოწმებული   ასლი;   2026   წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  4. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის  ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი  (ასეთის  არსებობის შემთხვევაში);
  5. წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. უცხო    ქვეყანაში    მიღებული    განათლების    აღიარების    დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თარიღი: 14/09/2026